გარე პრომოუშენი

გარე პრომოუშენი
ბრენდის წარმოჩენისათვის იმ მოქმედებების ნაწილია, რომლებიც სადგურის საკუთარი ეთერის გარეთ ხორციელდება და მიმართულია პირველ რიგში პოტენციური აუდიტორიიდან ახალი მაყურებლის და რეკლამისმომცემის მოზიდვისაკენ. გარე პრომოუშენი თავის თავში მოიცავს გარე რეკლამას, რეკლამას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, Web-გვერდებზე და ელექტრონული ფოსტის გამოყენებით. გარდა ამისა, გარე პრომოუშენისათვის გამოიყენება ის ნივთები, რომლებიც მაყურებლის მოხმარების საგნებს წარმოადგენს. მაგალითად, სუვენირები, ტანსაცმელი და ხელჩანთები ფირმის ლოგოტიპით ან სარეკლამო განცხადებით.
Source: მაკარიძე, დავით. სატელევიზიო დიზაინი: პრაქტ. სახელმძღვ. პროფესიონალებისათვის - თბ. : ფონდი "ინტერნიუსი", 2001

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»